„სარმატი“ რუსეთის ტექნოლოგიურ უპირატესობას 50 წლით უზრუნველყოფს

© photo: Sputnik / Ministry of Defence „სარმატის“ გაშვება
„სარმატის“ გაშვება - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
რუსეთის მძიმე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურმა რაკეტა „სარმატმა“ დაჩრდილა ლეგენდარული „ვოევოდა“. ტექნოლოგიურად ის ბევრად უსწრებს ამერიკულ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტა Minuteman III-ს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს განაცხადა, რომ პირველი „სარმატი“ შეიარაღებას 2022 წლის ბოლოს შეემატება. ესაა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელიც „ვოევოდასთან“ შედარებით 1,5-ჯერ სწრაფია.
„სარმატის“ გამოჩენამდე „ვოევოდას“ საბრძოლო დატვირთვა (8,7 ტონამდე) და მანძილი (16.000 კმ) დასავლეთისთვის მიუღწეველი იყო. საზღვაო ბაზირების ამერიკულ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტა „ტრაიდენტს“ შეუძლია 2,8 ტონიანი ქობინის გაშვება 11.000 კმ-ზე.
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
რატომ გაანადგურეს უკრაინული ძალები „კალიბრით“ და არა „ისკანდერით“
მეხუთე თაობის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ უზრუნველყოფს რუსეთის ტექნოლოგიურ უპირატესობას სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების სფეროში და ის შეიარაღების ნაწილი 2070-იან წლებამდე იქნება.
210-ტონიანი სასტარტო მასის „სარმატი“ გაუმკლავდება ყველა არსებულ და პერსპექტიულ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, 18.000 კმ-მდე მანძილზე გადაიტანს 10-ტონიან საბრძოლო ბლოკებს. მნიშვნელოვნად არის გაფართოებული საბრძოლო აღჭურვილობის დიაპაზონი. ჰიპერბგერით ბლოკ „ავანგარდს“ შეუძლია ფრენა 28 მახის სიჩქარით (33.560 კმ/სთ). უახლესი „სარმატი“ აღჭურვილია ახალი ძრავით. მას აქვს ბევრად სრულყოფილი დაცვისა და მიზანში მოხვედრის სისტემები.
ერთ „სარმატს“ შეუძლია დედამიწის ნებისმიერი პოლუსის გავლით 7,5 ბირთვული მეგატონის გადატანა და აგრესორი სახელმწიფოს 37 მილიონამდე მოქალაქის განადგურება. 10 რაკეტა ნებისმიერ ქვეყანას სრულად გაანადგურებს.
ახალი რაკეტის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური თავისებურება მაღალი სიზუსტის არაბირთვული დარტყმის მიყენების შესაძლებლობაა: 15 მახის სიჩქარით მოძრავი რაკეტის ჩამოგდება შეუძლებელია, საბრძოლო ბლოკის კინეტიკური ენერგია კი რადიაციის გარეშე „ატომური“ ნგრევის გარანტიას იძლევა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
მოსაზრება: რას დააჩქარებს რუსული ტანკები Т-62М

სუსტი რგოლი

ერთადერთი ამერიკული სახმელეთო რაკეტა Minuteman III ნახევარი საუკუნის განმავლობაში გამოიყენება. მოდერნიზაციის შემდეგ მას შეუძლია 1,1 ტონა ქობინის გადატანა 13.000 კმ-ზე. ის რუსულ ანალოგს კონკურენციას ვერ უწევს.
Minuteman III-ს ამერიკული ბირთვული ტრიადის სუსტ რგოლად მოიხსენიებენ: XXI საუკუნეში რვა გაშვებიდან ნახევარი წარუმატებელი აღმოჩნდა. პენტაგონის სტრატეგიული ბირთვული ძალების არსენალის მოსალოდნელი ჩანაცვლება ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებით 264 მლრდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა პროექტი Ground Based Strategic Deterrent ჩიხშია მოქცეული ფინანსების ნაკლებობისა და დაუმთავრებელი მოდელის გამო. არ არის მოგვარებული ჰიპერბგერის პრობლემა, ბირთვულმა მოკავშირეებმა კი – დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სრულად თქვეს უარი სახმელეთო ბაზირების სტრატეგიულ რაკეტებზე წყალქვეშა ნავებზე ბაზირების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების სასარგებლოდ.
Minuteman III საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა კონსტრუქციით 1962 წლის ნიმუშის, Minuteman I-ის გაგრძელებას წარმოადგენს და შეიარაღებაშია 1970 წლიდან. აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელმა ჩარლზ რიჩარდმა სენატი და თეთრი სახლის ადმინისტრაცია გააფრთხილა: „ვერ გაუხანგრძლივებთ სიცოცხლეს Minuteman III-ს... რაკეტა იმდენად მოძველდა, რომ მათი კონსტრუქტორები უკვე დაიხოცნენ, მოქმედ ინჟინრებს კი აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის ნაწილიც კი არ აქვთ“. ძველი ნახაზები თანამედროვე სტანდარტებს ათწლეულებით ჩამორჩება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2022
მიმოხილვა: როგორმუშაობს რუსული „სოლნცეპიოკი“
ბირთვული ტრიადა არაეფექტურია, თუ მისი ერთი კომპონენტი მაინც ბრძოლისუუნაროა. აშშ-ის ბირთვული ტრიადა დროთა განმავლობაში შეიძლება გაქრეს, როგორც საფრანგეთსა და ბრიტანეთში, დარჩება მხოლოდ საზღვაო ბაზირების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Trident II D5. ეს კი ნიშნავს მოწყვლადობის ზრდას – რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების არსენალების სრულყოფის ფონზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0