https://sputnik-georgia.com/20220624/saqartvelos-wyalburtis-nakrebi-damarcxda-267792496.html
საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი მინიმალური ანგარიშით დათმო
საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი მინიმალური ანგარიშით დათმო
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩემპიონატის მასპინძელთან – უნგრეთის ნაკრებთან 25 ივნისს გამართავს. 24.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-24T09:41+0400
2022-06-24T09:41+0400
2022-06-24T15:42+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24671/38/246713800_0:9:1200:684_1920x0_80_0_0_0a4ec1ec8cb01a5fb6ae866b772cf1bf.jpg
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრები წყალბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩში მონტენეგროსთან 9:10 დამარცხდა.ეს იყო გუნდების შეხვედრა, რომლებიც უკვე მოხვდნენ პლეი-ოფში, თუმცა მათ უნდა გამოერკვიათ, ვინ დაიკავებდა მეორე ადგილს.საქართველომ შეხვედრის პირველი მეოთხედი დიდი ანგარიშით წააგო – 1:4, თუმცა მეორე მეოთხედში რევანში აიღო – სამი უპასუხო ბურთი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. შესვენებაზე გუნდები 4:4 ანგარიშით გავიდნენ.მესამე მეოთხედის დასაწყისში ქართველი წყალბურთელების დაცვამ ვერაფერი გააწყო მეტოქესთან, რომელიც კვლავ დაწინაურდა – 7:4, თუმცა მეოთხედის მიწურულს ქართველებმა განსხვავების მინიმუმამდე დაყვანა შეძლეს – 7:8. მეოთხე მეოთხედში ბრძოლა თანაბრად წარიმართა. თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მონტენეგროს დარჩა – 10:9.ამ ჯგუფის პარალელურ მატჩში უნგრეთმა ბრაზილიას სძლია. შემდეგ შეხვედრას საქართველო უნგრეთთან – ჩემპიონატის მასპინძელთან 25 ივნისს გამართავს.ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მეოთხედფინალში პირდაპირ გადავა, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები კი B ჯგუფის გუნდებს დაუპირისპირდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24671/38/246713800_125:0:1053:696_1920x0_80_0_0_1bfb9645d6ae8f810a9c96b66dac8554.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი მინიმალური ანგარიშით დათმო
09:41 24.06.2022 (განახლებულია: 15:42 24.06.2022) შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩემპიონატის მასპინძელთან – უნგრეთის ნაკრებთან 25 ივნისს გამართავს.
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრები წყალბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩში მონტენეგროსთან 9:10 დამარცხდა.
ეს იყო გუნდების შეხვედრა, რომლებიც უკვე მოხვდნენ პლეი-ოფში, თუმცა მათ უნდა გამოერკვიათ, ვინ დაიკავებდა მეორე ადგილს.
საქართველომ შეხვედრის პირველი მეოთხედი დიდი ანგარიშით წააგო – 1:4, თუმცა მეორე მეოთხედში რევანში აიღო – სამი უპასუხო ბურთი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. შესვენებაზე გუნდები 4:4 ანგარიშით გავიდნენ.
მესამე მეოთხედის დასაწყისში ქართველი წყალბურთელების დაცვამ ვერაფერი გააწყო მეტოქესთან, რომელიც კვლავ დაწინაურდა – 7:4, თუმცა მეოთხედის მიწურულს ქართველებმა განსხვავების მინიმუმამდე დაყვანა შეძლეს – 7:8. მეოთხე მეოთხედში ბრძოლა თანაბრად წარიმართა. თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მონტენეგროს დარჩა – 10:9.
ამ ჯგუფის პარალელურ მატჩში უნგრეთმა ბრაზილიას სძლია. შემდეგ შეხვედრას საქართველო უნგრეთთან – ჩემპიონატის მასპინძელთან 25 ივნისს გამართავს.
ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მეოთხედფინალში პირდაპირ გადავა, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები კი B ჯგუფის გუნდებს დაუპირისპირდებიან.