მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Die Welt: ევროპელმა ლიდერებმა ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებების განახლება მოსთხოვეს

© Ukrainian Presidential Press Officeვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა — ემანუელ მაკრონმა, ოლაფ შოლცმა და მარიო დრაგიმ მხარი დაუჭირეს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა სანაცვლოდ „დახურულ კარს მიღმა“ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდეს, იუწყება გაზეთი Die Welt.
ევროკავშირის ლიდერები კიევში გუშინ, 16 ივნისს ჩავიდნენ.
გამოცემის განმარტებით, ევროკავშირის ლიდერების პოზიცია იმ ეკონომიკური ზარალით აიხსნება, რომელსაც მათი ქვეყნები განიცდიან ომის გამო და რომელიც „სულ უფრო დიდი და რთული ასანაზღაურებელი ხდება“.
საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერების გარდა, კიევს ასევე ეწვია რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი. მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ოთხივე ევროპელი ლიდერი მხარს უჭერს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი და გერმანია არ აპირებენ რუსეთთან მოლაპარაკებას უკრაინის რაიმე დათმობაზე წასვლასთან დაკავშირებით. მისი აზრით, კიევმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის და რა ვითარებაში განაახლებს მოლაპარაკებებს.
მანამდე გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისია დღეს აპირებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოს, უკრაიანასა და მოლდოვას, თუმცა საამისოდ ქვეყნებს გარკვეული პირობების შესრულება მოუწევთ.
წყარო: Die Welt
ყველა ახალი ამბავი
0