რუსეთის საელჩო ახალი „ნიურნბერგის ტრიბუნალის“ შექმნის იდეას გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Mikhail Turgiev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საელჩო აშშ-ში
რუსეთის საელჩო აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მიუღებელია ნებისმიერი სპეკულაცია რუსეთის არმიის წინააღმდეგ ნიურნბერგის ახალი ტრიბუნალის შესაძლებლობის შესახებ, ნათქვამია აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაში, რომელიც უწყების Telegram-არხზე გამოქვეყნდა.
საელჩოში მიაჩნიათ, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ ხარკოვის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსული არმიის მხრიდან კასეტური იარაღის გამოყენების თაობაზე.

„მიუღებლად მიგვაჩნია სპეკულირება „ახალი ნიურნბერგის ტრიბუნალის“ შექმნის შესახებ რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებიც თითქოს დანაშაულს სჩადიან უკრაინაში. ეს სიცრუეა“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

როგორც დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, „რუსული ჯარები იცავენ დონბასის მშვიდობიან მოსახლეობას“, ხოლო „კოლექტიური დასავლეთი ღია პროპაგანდას უწევს მიზანთროპიულ იდეებს“.
„ამჟამინდელ რუსოფობიურ ატმოსფეროში ე.წ. უფლებადამცველები მხოლოდ ადგილობრივი მმართველი კლასის ინტერესებს ემსახურებიან“, – აცხადებენ საელჩოში.
მანამდე დასავლელმა პოლიტიკოსებმა, იურისტებმა, მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა ახალი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვეს რუსეთის წინააღმდეგ, რომლის არმიაც, პრეზიდენტის ბრძანებულებით, უკრაინაში შეიჭრა.
ყველა ახალი ამბავი
0