საქართველოში რუსული იმპორტის სხვა ქვეყნების საქონლით ჩანაცვლების შედეგები - კვლევა

© photo: Sputnikმყიდველები მაღაზიაში
მყიდველები მაღაზიაში - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2022
გამოწერა
რუსეთიდან მიწოდების ჩანაცვლების შემთხვევაში, ინფლაციური წნეხის შესამცირებლად ხელისუფლებამ უნდა შემოიღოს საგადასახადო შეღავათები საქონლის იმპორტზე, ურჩევენ არასამთავრობო ორგანიზაციაში
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. მიხედვით, რუსეთიდან სურსათისა და პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტის სხვა ქვეყნებიდან მიწოდებით ჩანაცვლება ფასების ზრდას გამოიწვევს, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ ჩატარებულ კვლევაში.
სურსათისა და პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტის მოცულობამ 2021 წელს 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, აქედან იმპორტის ყველაზე მსხვილი ჯგუფები იყო ფქვილი, მარცვლეული და პირადი ჰიგიენის საშუალებები. რუსეთი საქართველოსთვის ძირითად იმპორტიორად რჩება.
„იმპორტიორები განიხილავენ რუსეთიდან საქონლის მიწოდების ჩანაცვლების შესაძლებლობას სხვა ქვეყნებიდან იმპორტით - ყაზახეთიდან, თურქეთიდან და ევროკავშირიდან. თუმცა, რუსეთიდან იმპორტის ჩანაცვლებამ შესაძლოა გაზარდოს ფასები და შეცვალოს მომხმარებლის არჩევანის პრიორიტეტი იაფი საქონლით ჩანაცვლებისკენ“, - ნათქვამია კვლევაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია ბაზრის დივერსიფიცირების შემთხვევაში სთავაზობს მთავრობას ინფლაციური წნეხის შესამცირებლად გარკვეული შეღავათების დაწესებას.
კვლევამ აჩვენა, რომ საცალო ბაზრის მოთამაშეებისთვის პრიორიტეტულია ლარის გაცვლითი კურსი, მაღალი ინფლაცია და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი ლარში ვიდრე შეფერხებები მიწოდების ჯაჭვში თუ გაზრდილი საწვავის ფასი.
მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საწვავის ფასების ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფასების ფორმირებაში და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი აქციზის განაკვეთის შემცირება შეიძლება იყოს.
გარდა ამისა, „საზოგადოება და ბანკები“ სთავაზობს მთავრობას გარკვეული მექანიზმების შემუშავებას საცალო ბაზრის იმ მოთამაშეების ფასების მკვეთრი ზრდისგან დასაცავად, რომლებიც პირველადი მოხმარების საქონელს ყიდიან.
წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის მაისში, გასული წლის მაისთან შედარებით) 13,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე – 20%, სასტუმროებსა და რესტორნებზე – 12,6%, ჯანდაცვაზე – 2%. მაისში სურსათზე ფასები წლიური 22%-ით გაიზარდა.
წყარო - არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევა
ყველა ახალი ამბავი
0