თბილისში ჯაზის ფესტივალი Mid-Summer Night Jazz Festival გაიმართება

© FB / Jazz Fest: International Nightსაქსოფონი
საქსოფონი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
ფესტივალი პირველად 2019 წელს ჩატარდა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თბილისში 17 ივნისს ჯაზის ფესტივალი Midsummer Night Jazz Fest გაიხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.
სამდღიანი ჯაზ-ფესტივალი მესამე წელია ტარდება. წელს ღონისძიება, ისევე, როგორც შარშან, თბილისის ისტორიულ ადგილზე „არტოს ბაღში“ გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 80-მდე ცნობილი ქართველი მუსიკოსი, მათ შორის, მაია ბარათაშვილი, ნინო ქათამაძე და დათო ევგენიძე.
ფესტივალის პირველ დღეს, 17 ივნისს მსმენელის წინაშე წარდგებიან:
მაია ბარათაშვილი და ჯაზ-ტრიო,
გიგი ცინცაძის ტრიო,
კე მო ბენდი,
ანიკ და ლაივ ბენდი,
ჰულემენტი და დათო ევგენიძის სეპტეტი.
II დღე - 18.06.2022
ოთარ მაღრაძის ტრიო,
დანიელ ადიკაშვილის კვარტეტი,
ეკა დოლიძე და ვახო ჟორჟოლიანის ბენდი,
პაპუნა შარიქაძის კვინტეტი,
Project A,
ზაზა მარჯანიშვილი და ZMG ბენდი.
III დღე - 19.06.2022
რეზო კიკნაძე და Rooftop Underground,
დინი ვირსალაძის კვარტეტი,
კახი ჯაგაშვილის კვინტეტი,
ირიაო,
ნუკრი აბაშიძის ჯაზ-პროექტი,
ნინო ქათამაძე და ბენდი.
ფესტივალი Midsummer Night Jazz Fest თბილისის მერიის პატრონაჟით ტარდება. ფესტივალის ორგანიზატორია მუსიკოსთა კავშირი ZMG-ART.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე tkt.ge
ყველა ახალი ამბავი
0