მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება თურქეთის შუამავლობით: აშშ-ს გარღვევის იმედი არ აქვს

  - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
თბილისი, 2 ივნისი − Sputnik. რუსეთსა და უკრაინას შორის კონტაქტების წინა ეტაპზე მოსკოვი „მაქსიმალისტური პოზიციიდან“ მოქმედებდა და ისე იქცეოდა, თითქოს „სერიოზულად არ უყურებდა მოლაპარაკებებს“, განაცხადა ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯულიანა სმიტმა.
მისი თქმით, აშშ არ ელოდება გარღვევას რუსეთ-უკრაინის კონტაქტებში თურქეთის შუამავლობით.

„ამიტომ ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმ ძალისხმევით, რომელიც აქამდე განხორციელდა. მაგრამ როდესაც ერდოღანმა მხარეების შეკრების წინადადება წამოაყენა, რა თქმა უნდა, მაშინ ეს კონსტრუქციულ ნაბიჯად შეფასდა. თუმცა, ამ მოლაპარაკებებში რუსული მხარის ქცევის გათვალისწინებით, ჩვენ სკეპტიკურად ვართ განწყობილი, რომ ამ ეტაპზე ეს რაიმე დიდ გარღვევას გამოიწვევს“, − აღნიშნა სმიტმა ვაშინგტონის Defense Writers Group-თან (სამხედრო მიმომხილველთა ჯგუფი) შეხვედრაზე.

თუმცა, მისი თქმით, ვაშინგტონს ჯერ კიდევ აქვს რაღაც „დიპლომატიური გარღვევის“ იმედი და ასევე იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „ასე თუ ისე, გამოიყენებს რაიმე გზას ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად“.
ანკარამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა მოაწყოს მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის. აპრილში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მისი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან დელეგაციების მუშაობის შედეგებზეა დამოკიდებული, რომელთა შორის პირისპირ მოლაპარაკებები ბოლოს 29 მარტს სტამბულში გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0