„ეს საშიშია“: რიაბკოვმა უკრაინისთვის ახალი ამერიკული იარაღის მიწოდებაზე კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Valery Mel'nikov / ფოტობანკში გადასვლასერგეი რიაბკოვი
სერგეი რიაბკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უპრეცედენტო და საშიშია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
ასე შეაფასა მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, მიაწოდოს უკრაინას უფრო სრულყოფილი სამხედრო შეიარაღება და საბრძოლო მასალები.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ვაშინგტონში სიტუაციისადმი პასუხისმგებლიანი, გონივრული მიდგომის ნარჩენები უბრალოდ განადგურდა. მიუხედავად ყველაფრისა, დაუფიქრებლად გრძელდება ხაზი, რომელიც ჩვენ არაერთხელ შევაფასეთ როგორც ბოლო უკრაინელამდე ომის წარმოების სურვილი — როგორც თავად ამბობენ, რუსეთის სტრატეგიული დამარცხებისთვის. ეს უპრეცედენტოა, ეს საშიშია“, — ციტირებს რიაბკოვს РИА Новости.

რუსი დიპლომატის თქმით, „კონფლიქტის გაჭიანურება რუსეთის მტრებს აძლევს ხელს, მაგრამ უკრაინაში სპეცოპერაციის მიზნები ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მიღწეული“.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უფრო სრულყოფილ სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის, მათ შორის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Stinger-ებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემა Javelin-ებს, ასევე არტილერიასა და ვერტმფრენ Mi-17-ებს.
ყველა ახალი ამბავი
0