„გაზპრომმა“ დაადასტურა: ნიდერლანდს გაზის მიწოდება სრულად შეუწყდა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
თბილისი, 31 მაისი − Sputnik. რუსულმა „გაზპრომმა“ ჰოლანდიურ კომპანია Gasterra-ს გაზის მიწოდება მთლიანად შეუწყვიტა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა ბუნებრივი აირის ღირებულების რუბლში გადახდაზე უარი თქვა, იუწყება „გაზპრომის“ პრეს-სამსახური.

„გაზპრომმა“ მთლიანად შეუჩერა გაზის მიწოდება კომპანია GasTerra B.V.-ს (ნიდერლანდი) ღირებულების რუბლში გადაუხდელობის გამო. 30 მაისის სამუშაო დღის ბოლოს „გაზპრომ ექსპორტს“ ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული GasTerra B.V-სგან აპრილის გაზის გადასახადი, რუსეთის პრეზიდენტის 2022 წლის 31 მარტის No172 ბრძანებულების შესაბამისად. 1 აპრილიდან მიწოდებულ გაზზე გადახდა უნდა განხორციელდეს რუბლებში ახალი რეკვიზიტების გამოყენებით, რის შესახებაც კონტრაგენტებს დროულად ეცნობათ“, − ნათქვამია „გაზპრომის“ განცხადებაში.

ნიდერლანდის ენერგეტიკულმა კომპანიამ გუშინ გამოაცხადა, რომ უარს ამბობს რუსეთიდან მიღებული გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე, რის შემდეგაც „გაზპრომმა“ შეატყობინა მას, რომ 31 მაისიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებოდა. შედეგად – ნიდერლანდი ვერ მიიღებს დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, რაც ამჟამად მოქმედი კონტრაქტითაა გათვალისწინებული.
უკრაინაში რუსული „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო დასავლეთის ქვეყნებმა სანქციებით ზეწოლა გააძლიერეს რუსეთზე. ამის პასუხად მოსკოვმა 1 აპრილს გაზის საფასურის რუბლში მიღება დაიწყო არამეგობრული ქვეყნებიდან. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსული ვალუტით ოპერაციების შესრულებაზე უარი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევად იქნება შეფასებული.
მანამდე „გაზპრომმა“ ამავე მიზეზით შეუწყვიტა გაზის მიწოდება ბულგარეთს, პოლონეთსა (აპრილში) და ფინეთს (21 მაისს). ამასთან კომპანიამ გააფრთხილა სხვა ქვეყნები, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოფიასა და ვარშავას საწვავს უკანონოდ მიაწვდიან, ტრანზიტს მათაც შეუმცირებს.
ყველა ახალი ამბავი
0