ალენ დელონი ცოცხალია? - მსახიობის ვაჟი ფოტოს ავრცელებს

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიალენ დელონი
ალენ დელონი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
ალენ დელონის შესაძლო გარდაცვალებაზე მედიაში ვირუსულად გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. ფრანგული კინოს 86 წლის ვარსკვლავის ვაჟი ენტონი დელონი აქვეყნებს „კანის კინოფესტივალის” წითელ ხალიჩაზე გადაღებულ ფოტოს, სადაც ალენ დელონი ამაყად მიაბიჯებს ფოტოგრაფების წინ.
„დღეს, კანის რიგით 75-ე ფესტივალზე, სამურაი!“ – წერს ენტონი დელონი. როგორც აღმოჩნდა, გავრცელებული ფოტო არა კინოფესტივალის გუშინდელ ცერემონიაზე, არამედ 2019 წელს არის გადაღებული. ენტონი დელონმა ფოტო კანის ფესტივალის გახსნის აღსანიშნავად გამოაქვეყნა.
მედიაში კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალენ დელონი 18 მაისს სიცოცხლეს ევთანაზიით დაასრულებდა, თუმცა ამის შესახებ ფრანგულ და საერთაშორისო მედიაში ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
ყველა ახალი ამბავი
0