„ის ყველა მწვრთნელისთვის სასურველი ფეხბურთელია“ - იტალიური გუნდის მწვრთნელი კვარაცხელიაზე

© photo: Sputnik / Aleksander Vil'f / გადასვლა მედიაბანკშილუჩანო სპალეტი
ლუჩანო სპალეტი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლიში“ ოფიციალურად ზაფხულში გადავა, სადაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კლუბის პირველ შენაძენზე, ქართველ შემტევ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლა განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი გახდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. როგორც სპალეტიმ აღნიშნა, კვარაცხელიას ტიპის ფეხბურთელი ყველა მწვრთნელისთვის სასურველია.

„კვარაცხელიას კარგად ვიცნობ, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მოქნილი მოთამაშეა, რომელსაც მცირე სივრცეებშიც კარგად მოქმედება შეუძლია. კვარაცხელია ყოველთვის პოულობს სწორ გამოსავალს და მოედანზე ბრწყინვალე არჩევანის გაკეთება შეუძლია. ის ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია. დღევანდელ ფეხბურთში ასეთი დონის მოთამაშეები ძალიან საჭიროა“, – განაცხადა სპალეტიმ.

იტალიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ 21 წლის ქართველი შემტევი იტალიის ჩემპიონატს მარტივად მოერგება.
მარტის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინის“ რიგები დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა. აპრილში კი დადასტურდა ინფორმაცია მისი „ნაპოლიში“ გადასვლის შესახებ.
იტალიური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მედიას ოფიციალურად დაუდასტურა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი „ნაპოლიში“. 21 წლის ქართველი ნეაპოლელებს ზაფხულში შეუერთდება და კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.
ყველა ახალი ამბავი
0