დღეს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე აღინიშნება

© photo: Sputnik / Stringerოჯახის სიწმინდის დღე - მსვლელობა თბილისში
ოჯახის სიწმინდის დღე - მსვლელობა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
გასულ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ოჯახის სიწმინდის დღეს მასშტაბური მსვლელობა და სხვა მასობრივი ღონისძიებები არ გამართულა.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოში 17 მაისს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოს ინიციატივით აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქში აწყურის ღვთისმშობლის ხატს შემოაბრძანებენ, რომელსაც ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დააბრძანებენ, სადაც პარაკლისი შესრულდება. შემდეგ, 12:30 საათზე გაიმართება ხატით მსვლელობა სიონის ტაძრისკენ.

„პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება, ერთი მხრივ, ოჯახის დღისადმი, მეორე მხრივ კი - მშვიდობისადმი როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოს ცნობით, სიონის მცირე ტაძრებში გამობრძანებული იქნება დიდი სიწმინდეები – წმინდა დავით გარეჯელის „მადლის ქვა“ და დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი, და მრევლს ექნება მათთან მიახლების შესაძლებლობა. გარდა ამისა, სიონის საკათედრო ტაძარში ოჯახისა და მშვიდობის თემაზე ბავშვების ნახატების გამოფენა მოეწყობა.
გასულ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ოჯახის სიწმინდის დღეს მასშტაბური მსვლელობა და სხვა მასობრივი ღონისძიებები არ გამართულა.
ყოველწლიურად 17 მაისს საპატრიარქო აწყობს მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა. თავის მხრივ, ოჯახის სიწმინდის დღე რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0