მისტიკური ტესტი: ამოიკითხეთ ნახატზე თქვენი უახლოესი მომავალი

© Pixabay / pixel2013მთვარე ხელში
მთვარე ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
მხატვარმა ქალმა სონია ლევიცკაიამ ამ მარტივი ნახატით ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა გადმოსცა - ისე, როგორც ამას თავად ხედავდა.
მაგრამ დროთა განმავლობაში უჩვეულო რამ შენიშნა. ეს მისტიკა იყო, იმიტომ, რომ ნახატზე ზოგი ქალს ხედავდა, ზოგი - მამაკაცს, რაც მათ უახლოეს მომავალთან იყო კავშირში.
სინჯეთ, იქნებ თქვენს შემთხვევაშიც გაამართლოს.
მაშ ასე: ვის ხედავთ პირველს ამ ნახატზე?
თუ პირველი ქალი დაინახეთ: ეს კარგის ნიშანია, ვინაიდან მოასწავებს, რომ უახლოეს მომავალში თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდება. ყველა წვრილმანი პრობლემა თავისთავად გაქრება, ხოლო მსხვილი საქმეებში ვინმე დახმარებას აღმოგიჩენთ.
ასე რომ, თამამად და თავდაჯერებით შეუდექით ახალ წამოწყებებს.გირჩევთ, ხშირად უნდა გაატაროთ დრო წყლის პირას, ვინაიდან ახლა თქვენს ცხოვრებაში ქალური ენერგეტიკა მძლავრობს, რომელსაც წყალი კვებავს.
თუ პირველი მამაკაცი დაინახეთ: ბოლოს და ბოლოს, თქვენს პირად ცხოვრებაში მშვიდი და ჰარმონიული პერიოდი დგება. თუ უკვე გყავთ "მეწყვილე", რომელიც ნამდვილად "თქვენია", მაშინ ურთიერთობები მასთან კიდევ უფრო განმტკიცდება. ხოლო თუ ჯერ ისევ ძიებაში ხართ, აუცილებლად შეხვდებით თქვენს მეორე ნახევარს, ადამიანს, რომელთანაც დიდ ხანს და ბედნიერად იცხოვრებთ. ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს.
ახლა თქვენს ცხოვრებაში ცეცხლის ენერგეტიკა ჭარბობს. ამიტომ გირჩევთ, ხშირად უყურეთ ცეცხლს, დაანთეთ სანთლები, რათა უარყოფითი ენერგია ვერ მოგეკაროთ.
ყველა ახალი ამბავი
0