ტესტი ქალებისთვის: ამოიკითხე სიტყვა და გაიგე როგორი ხარ

© Pixabay / melissaflorსამი ქალი
სამი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
მხოლოდ ქალბატონებს გთავაზობთ სპეციალურ ტესტს, რომელიც საკუთარ ბუნებაში გაგარკვევთ.
თქვენ მხოლოდ ერთი სიტყვა უნდა ამოიკითხოთ ასოთა ქაოსში, მერე კი ნახოთ, რას ნიშნავს იგი.
თუ ერთდროულად ორი სიტყვა შენიშნეთ, ე.ი. ორივე დახასიათება გერგებათ.
ტესტი „იპოვე სიტყვა“
ტესტი „იპოვე სიტყვა“ - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
ტესტი „იპოვე სიტყვა“
ქალი მეწამულ ფონზე  - Sputnik საქართველო
ბედნიერება

თქვენ ქალი-ყვავილი ბრძანდებით, დახვეწილი და გულწრფელი, ნაზი, ალერსიანი და ძალიან კეთილი - ხანდახან თავდავიწყებამდეც კი. ბევრი ადამიანი სარგებლობს თქვენი თანდაყოლილი სიკეთით. ნუ მისცემთ მათ ამის უფლებას. ჯობს მთელი დრო და ენერგია საკუთარ თავს დაუთმოთ. ჯანსაღი ეგოიზმი ის თვისებაა, რომელიც წარმატებასა და ბედნიერებას მოგიტანთ. მართალია, ყვავილი ნაზია და სუსტი, მაგრამ ის ქვიან ნიადაგზეც იზრდება. და თქვენც, ყვავილის მსგავსად, ფარულ ძალას ფლობთ, რომელიც ნებისმიერი სიძნელის გადალახვაში გეხმარებათ.

განშლაშეკუმშვა
მარილი - Sputnik საქართველო
მარილი

თქვენ ქალი-გრძნეული ბრძანდებით. მართალია, ყველა ქალი ჯადოქარია, მაგრამ თქვენ იდუმალ მაგიურ ძალას ფლობთ. გაქვთ ძალიან ღრმა მზერა, რომელშიც თითქოს მთელი თქვენი მიუწვდომელი და ამოუცნობი სული ჩანს. ასეთი ქალებისა შურთ, ასეთ ქალებზე ლაპარაკობენ. მაგრამ თქვენთვის სხვების აზრი არც ისე მნიშვნელოვანია. არსებობს სულ ორი-სამი ადამიანი, რომელთა აზრსაც ითვალისწინებთ და ყურადღებას აქცევთ. უფრო მეტად დაეყრდენით შინაგან ალღოს, რომელიც არც არასდროს დაგაღალატებთ და ცხოვრების ყველა სფეროში ბედნიერებასა და წარმატებასაც მოგიტანთ.

განშლაშეკუმშვა
ქალი ყვავილებით - Sputnik საქართველო
დაცვა

თქვენ ქალი-სინაზე ბრძანდებით. რამდენი წლისაც უნდა იყოთ, სულში მაინც პატარა გოგონად რჩებით. გაუფრთხილდით ამ გოგონას, მოძებნეთ ისეთი ადამიანი, რომელიც მასზე იზრუნებს და ხელის გულზე ატარებს. ასეთი ქალები ხშირად გამოიყურებიან უფრო ახალგაზრდად, ვიდრე სინამდვილეში არიან. და ეს გასაკვირი არც არის. ისინი სულიერადაც მარადიულად ნორჩებად რჩებიან. შედარებით ახალგაზრდა ასაკში ასეთ ქალებს, როგორც წესი, ბევრი სირთულის გადალახვა უწევთ, მაგრამ ბედისწერა აუცილებლად აჯილდოვებს მათ. გაეხსენით მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს, გაუფრთხილდით პატარა გოგონას და აარიდეთ მას შეცდომები და განხიბლვა.

განშლაშეკუმშვა
შავი კატა - Sputnik საქართველო
კატა

საბედისწერო ქალი ბრძანდებით. ბავშვობაში ძალიან ლამაზი იყავით, მერე და მერე კი უკვე თავად ირჩევთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ. არასდროს აყენებთ ლამაზ გარეგნობას პირველ ადგილზე. თქვენი ტიპის ქალები საიმედო და ფინანსურად ფეხზე მყარად მდგომ მამაკაცებს ირჩევენ. თქვენნაირ ქალებს ერთი პატარა საიდუმლო აქვთ: წარმატება და ბედნიერება მოგაქვთ კაცისთვის, რომელიც გიყვართ; მაგრამ თუ არ გიყვართ, შესაძლოა ყველაფერი თავდაყირა დაუყენოთ. უფრო მეტად გაახარეთ საკუთარი თავი. როცა თქვენ ბედნიერი ხართ, ირგვლივ ყველა ასევე ბედნიერია.

განშლაშეკუმშვა
შოკოლადი - Sputnik საქართველო
შოკოლადი

თქვენ ხართ საოცნებო ქალი-ნუგბარი. უცნაურია, მაგრამ თქვენი ტიპის ქალებს რატომღაც დაბალი თვითშეფასება აქვთ: თავი არც ისე ლამაზი, ჭკვიანი თუ ღირსეული ჰგონიათ. არადა, სულ ტყუილად. თქვენ ნამდვილი ლედი ბრძანდებით – ლამაზი, ჭკვიანი, ღირსეული. აი, ისეთი, როგორიც პრინცესა დიანა იყო. დააფასეთ თავი და სამყაროც მეტ გულუხვობას გამოიჩენს. თქვენ ხომ საუკეთესო ცხოვრებას იმსახურებთ!

განშლაშეკუმშვა
ახალგაზრდა მამაკაცებისგან შეურაცხყოფილი ქალი  - Sputnik საქართველო
დარბაზი, შოკი

ელვარე ქალბატონი ხართ. შემოქმედებითი ნატურა გაქვთ და ყველაფერზე საკუთარი მოსაზრება გაგაჩნიათ. თუმცა ყოველთვის საჭიროდ არ მიიჩნევთ მათ გახმოვანებას. ცხოვრებას საკუთარი გზით მიუყვებით. თქვენი ტიპის ქალებს ძალიან კარგად აქვთ განვითარებული შემოქმედებითი უნარები და ხშირად საკმაოდ რთულ პროფესიებსაც ეუფლებიან. ეს ძლიერი ქალის ტიპაჟია. მიუხედავად იმისა, რომ თვინიერ ფისუნიად შეუძლია მოგაჩვენოთ თავი, სინამდვილეში ის ლომია – ამაყი, ძლიერი და მშვენიერი, რომელსაც ცხოველთა მეფის წამებში მოთვინიერება შეუძლია.

განშლაშეკუმშვა
ყველა ახალი ამბავი
0