პოლიციამ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerსასაზღვრო პუნქტი „წითელ ხიდზე"
სასაზღვრო პუნქტი „წითელ ხიდზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
დაკავებულებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციამ წითელ ხიდზე, სასაზღვრო სექტორი „ვახტანგისის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 10 კილოგრამზე მეტი ჰეროინი ამოიღო, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია აზერბაიჯანის ორი მოქალაქე (24 და 33 წლის), რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლებით (344-ე, 260-ე, 262-ე) დაიწყო.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0