საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი კვლავ იზრდება

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ავტობაზრობა Autopapa
რუსთავის ავტობაზრობა Autopapa - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2022
გამოწერა
საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების ჯამურმა ღირებულებამ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 50,8 მილიონ დოლარს მიაღწია.
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მიმდინარე წლის იანვარი–მარტში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულება 6,2%-ით გაიზარდა.
საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების ჯამურმა ღირებულებამ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 50,8 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, იტყობინება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
თუმცა, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 10,4%-ით შემცირდა – 7193-დან 6438-მდე. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანი იანვარი–მარტში ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს.
ჯამში წლის პირველ კვარტალში საქართველომ 94,9 მლნ დოლარის ავტომობილების რეექსპორტი განახორციელა, რაც 9,6%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
წყარო - Sputnik-აზერბაიჯანი.
ყველა ახალი ამბავი
0