რა საკითხები განიხილეს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა და ილია მეორემ - შეხვედრის დეტალები

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2022
გამოწერა
ილია მეორემ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს გამოჩენილი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. სიტუაცია მსოფლიოში, მოვლენები უკრაინაში და საქართველოში წითელი ჯვრის საქმიანობა იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის ფრანჩესკო როკას შეხვედრის ძირითადი თემები, ნათქვამია საპატრიარქოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფრანჩესკო როკა საქართველოში ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-11 რეგიონულ კონფერენციაზე ჩამოვიდა, რომელშიც 54 ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია, მიგრაცია, კლიმატის ცვლილებები და ა.შ.
საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ილია მეორემ წითელი ჯვრის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიოში არსებულ ვითარებას და უკრაინაში მიმდინარე ომს, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას.
საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი 20 წელზე მეტია საქმიანობს. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა ქვეყნის ტერიტორიაზე კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0