კიბერდანაშაულთან ბრძოლა: საქართველომ სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა მიიღო

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკში IT- ტექნოლოგია
 IT- ტექნოლოგია - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2022
გამოწერა
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს აშშ-ის საელჩომ ციფრული გამოძიების სპეციალური ლიცენზირებული პროგრამა და მასთან დაკავშირებული საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა, იუწყება პროკურატურის პრეს-სამსახური.
საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა სამართალდამცველ უწყებებს დაეხმარება კიბერდანაშაულთან ბრძოლაში და მათ ეფექტიან საქმიანობას შეუწყობს ხელს.

შოთაძის თქმით, საქართველოს პროკურატურაში უახლოეს მომავალში პროკურორებისგან და გამომძიებლებისგან შემდგარი სპეციალური დანაყოფი შეიქმნება, რაც კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

კიბერდანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრების მიზნით 2021 წლის დასაწყისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.
ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ორი ახალი მუხლი: სსკ-ის 286-1 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის შემთხვევაში. აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე სხვა კიბერდანაშაულებისთვის.
სისხლის სამართლის კოდექსს ასევე დაემატა 286-2 მუხლი, რაც ყალბი კომპიუტერული მონაცემის შექმნისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0