შეუძლია თუ არა ორსულს სასაფლაოზე სიარული: ხალხური რწმენა

© Pexels / Gustavo Fringორსული იასამნებით
ორსული იასამნებით - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2022
გამოწერა
თუ რატომ არ უნდა იარონ ორსულებმა სასაფლაოზე, ამ კითხვაზე პასუხს ხალხური რწმენა გაგვცემს, რომელშიც საუკუნოვანი დაკვირვება და სიბრძნეა თავმოყრილი.
ძველებს სწამდათ, რომ სასაფლაო ის ადგილია, სადაც ადამიანის მიწიერი ცხოვრება სრულდება და იწყება მიღმიერი. მიუხედავად ამისა, ქალებმა, რომელთა წიაღში ახალი სიცოცხლე ფეთქავს, თავი უნდა შეიკავონ იმ ადგილზე ყოფნისგან, სადაც სიკვდილის ენერგია ტრიალებს.
საქმე ისაა, რომ ხალხური რწმენით, სანამ ბავშვი დედის მუცელშია, მფარველი ანგელოზი არ ჰყავს. ღვთიური მცველი მას მხოლოდ ნათლობის შემდეგ მიეცემა. ამიტომ ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ მუცლად მყოფი ბავშვი ბოროტი ძალების ზემოქმედების ქვეშ იოლად ექცევა.
ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ სრულიად განსხვავებულია. ღვთისმსახურებს მიაჩნიათ, რომ გარდაცვლილ ახლობლებთან გამოთხოვება და მათი საფლავების მონახულება ცოცხლების ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება. ამიტომ ეკლესიურად არანაირი აკრძალვა ამ კუთხით არ არსებობს.

ეკლესიას მიჩნია, რომ სიკვდილში არანაირი ნეგატიური ენერგია არ არის, რომ გარდაცვლილთა დავიწყება არ შეიძლება. თუმცა სასაფლაოზე სიარული იძულებითი კი არ უნდა იყოს, არამედ ნებაყოფლობითი.
ზოგადად, ბევრი ადამიანი, მათ შორის ორსულებიც, სასაფლაოზე სიმშვიდეს გრძნობს. მაგრამ თუ ეს უარყოფით ემოციებს იწვევს, არათუ ფეხმძიმეებმა, სხვებმაც უნდა შეიკავონ თავი იქ სიარულისგან.

როგორც ჩანს, ხალხურ რწმენას, რომელიც ორსულებს სასაფლაოზე სიარულს უკრძალავს, საფუძვლად ის დაედო, რომ დაკრძალვის მომენტში იქ ნეგატიური, სტრესული ემოციები სუფევს. ფეხმძიმე კი ყველანაირად უნდა ეცადოს, თავი აარიდოს სტრესულ ვითარებას, რაც არა მარტო დედის, ნაყოფის ჯანმრთელობასაც აზიანებს.
ყველა ახალი ამბავი
0