Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემდეგ იმერეთი – ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 58-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.654.313-ს მიაღწია.
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი 58 შემთხვევიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი — 35 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 9,
კახეთი - 4,
გურია - 3,
ქვემო ქართლი - 2,
მცხეთა-მთიანეთი - 2,
სამცხე-ჯავახეთი - 2,
აჭარა - 1.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 213 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.636.004-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 16.800-ს შეადგენს.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 1.483 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 321 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 188, იმერეთში - 71, აჭარაში - 9.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 72 პირი, მათ შორის, თბილისში - 50, იმერეთში - 9, აჭარაში - 4.
1.162 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 58-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.654.313-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0