Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდსტატისტიკა საქართველოში: როგორია ეპიდვითარება რეგიონებში

  - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 87-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.654.163-ს მიაღწია
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 87 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 36 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 14,
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 10,
გურია - 8,
კახეთი - 7,
ქვემო ქართლი - 3,
შიდა ქართლი - 3,
აჭარა - 2,
მცხეთა-მთიანეთი -2,
სამცხე-ჯავახეთი - 2,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 259 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.635.550-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 2 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.797-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 1.790 აქტიური შემთხვევაა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები - 23 აპრილი
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 334 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 189, იმერეთში - 85, აჭარაში - 12.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, იმერეთში - 9, აჭარაში - 6.
1.456 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 87-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.654.163-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0