მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: გაერო და ეუთო სხვა ორგანიზაციებით უნდა შეიცვალოს

© photo: Sputnik / Alexander Kryajevოლექს რეზნიკოვი
ოლექს რეზნიკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2022
გამოწერა
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. გაერომ და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) თავი ვერ გაართვეს უკრაინის გარშემო არსებული ვითარების დარეგულირებას, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექს რეზნიკოვმა, რომლის სტატიაც The Wall Stret Journal-ში გამოქვეყნდა.
მისი თქმით, ორივე ორგანიზაცია ახალი, „უფრო ეფექტური“ საერთაშორისო ინსტიტუტებით უნდა შეიცვალოს.

„ეს ორგანიზაციები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისევე, როგორც წინამორბედი „ერთა ლიგა“. ისინი უნდა შეიცვალოს ახალი და უფრო ეფექტური საერთაშორისო ინსტიტუტებით, რომლებსაც შეუძლიათ მოემსახურონ ყველა ერის ინტერესებს და არა მხოლოდ ზესახელმწიფოებს“, — აღნიშნა რეზნიკოვმა.

ის დარწმუნებულია, რომ მოვლენების ასეთი განვითარება შეიძლებოდა აღკვეთილიყო, თუ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ სანქციებს დააწესებდა და კიევს „საკმარისი რაოდენობის თავდაცვით იარაღს“, უპირველეს ყოვლისა, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდიდა.
„როგორ შეუძლია გაეროს უშიშროების საბჭოს, რომლის მუდმივი წევრია მოსკოვი, შეასრულოს თავისი სამშვიდობო მისია? რა უსაფრთხოება და თანამშრომლობაა შესაძლებელი კონტინენტზე, როდესაც ეუთოს ერთი წევრი მეორე წევრ სახელმწიფოს დაესხა თავს?!“ — აღნიშნა რეზნიკოვმა.
24 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო. 7 აპრილს ჩატარდა კენჭისყრა რუსეთის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვის თაობაზე. რეზოლუციას მხარი ქვეყნების უმეტესობამ დაუჭირა. იმავე დღეს რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ საბჭოდან ვადაზე ადრე გადის. ამ გადაწყვეტილების წყალობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთი საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით დარჩა.
ყველა ახალი ამბავი
0