მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შვედეთში ყურანის დაწვას სასტიკი არეულობა მოჰყვა - ვიდეო

© AP Photo / Achmad Ibrahimსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
გამოწერა
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. უკვე მეოთხე დღეა, რაც შვედეთის რამდენიმე ქალაქში არეულობები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა რასმუს პალუდანმა განაცხადა, რომ მან მუსლიმთა წმინდა წიგნი ყურანი დაწვა და ამას კვლავაც გააკეთებს.
რასმუს პალუდანი ანტიისლამურ პარტია Stram Kurs-ს („მძიმე კურსი“) ხელმძღვანელობს.
ადგილობრივი პრესის ცნობით, არეულობების დროს სამი მოქალაქე დაშავდა ქალაქ ნორკეპინგში, სადაც პოლიციამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა ძალადობის შეჩერების მცდელობისას.
გარდა ამისა, სულ მცირე, 16 პოლიციელია დაშავებული იმ ქალაქებში, სადაც ულტრამემარჯვენეები აქციების ჩატარებას აპირებდნენ, მათ შორის სტოკჰოლმის გარეუბანში, ლინკოპინგსა და ნორკეპინგში.
შვედეთის პოლიციის ცნობით, „მძიმე კურსის“ ასამდე მოწინააღმდეგემ ქვები დაუშინა პოლიციელებს, მათ დაწვეს მანქანები, საბურავები და ნაგვის ურნები და აღმართეს ბარიკადები, რაც მოძრაობას აფერხებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაიწვა რამდენიმე ავტომობილი (მათ შორის პოლიციის კუთვნილი), ასევე ავტობუსი, დაკავებულია 25 ადამიანი.

„ჩვენ მანამდეც გვინახავს ძალადობრივი არეულობები, მაგრამ ეს რაღაც სხვაა“, — განაცხადა შვედეთის ეროვნული პოლიციის უფროსმა ანდერს თორნბერგმა.

ამასთან სამხრეთ შვედეთის პოლიციის წარმომადგენელმა კიმ ჰილდმა განაცხადა, რომ პოლიცია არ გააუქმებს „მძიმე კურსის“ მხარდამჭერთა დემონსტრაციის ნებართვას, ვინაიდან შვედეთში, სადაც სიტყვის თავისუფლების უფლება დაცულია, საამისოდ ძალიან სერიოზული მიზეზია საჭირო.
„დემონსტრანტების უფლება, ღიად გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, აშკარად უფრო წონადია და მისი უგულებელყოფისთვის აუცილებელია ძალიან საფუძვლიანი მიზეზები“, — განუცხადა ჰილდმა შვედურ საინფორმაციო სააგენტო TT-ს.
აღინიშნება, რომ ირანისა და ერაყის ხელისუფლებებმა უკვე დაიბარეს შვედეთის ელჩები ყურანის დაწვასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტის გადასაცემად.
ყველა ახალი ამბავი
0