მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკანონო ხარჯები: ევროპარლამენტი ლე პენს დიდი თანხის გადახდას დააკისრებს

© photo: Sputnik / Kristina Afanasyeva / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
გამოწერა
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ევროპარლამენტი საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატ მარინ ლე პენისა და მისი თანამოაზრეებისთვის დიდი თანხის დაკისრებას აპირებს მას შემდეგ, რაც ფრანგულ გამოცემა Mediapart-ში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსი უკანონო ხარჯებს ეწეოდა, როდესაც ის ევროპარლამენტის დეპუტატი იყო, განუცხადა სააგენტო France-Presse-ს ევროპარლამენტის წარმომადგენელმა.

„საუბარია 617.000 ევროს ოდენობის დაუსაბუთებელ გადახდებზე. უახლოეს კვირებში ამ თანხების ამოღებას დავიწყებთ შესაბამისი პირებისგან“, — განაცხადა მან.

ევროპის ანტიკორუფციული ოფისის ანგარიშის მიხედვით, ლაპარაკია ლე პენისა და მისი თანამოაზრეების მიერ მიღებულ კომპენსაციებზე ევროპარლამენტში, რომლის დეპუტატიც ლე პენი 2004 წლიდან 2017 წლამდე იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ლე პენი და მისი თანაპარტიელები „ეროვნული გაერთიანებიდან“ (Rassemblement National, RN) ევროპარლამენტის ბიუჯეტიდან თანხებს საფრანგეთის საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ მიზნებზე ხარჯავდნენ. ამასთან აღინიშნება, რომ ეს სახსრები პირადი მიზნებისთვის ან პარტიასთან დაახლოებული კომპანიების მომსახურებისთვის გამოიყენებოდა.
საფრანგეთში არჩევნების შედეგებს პროტესტი და ნგრევა მოჰყვა - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
საფრანგეთში არჩევნების შედეგებს პროტესტი და ნგრევა მოჰყვა - ვიდეო
უშუალოდ ლე პენისთვის დაახლოებით 137 ათასი ევროს დაკისრება იგეგმება. მასმედიის ცნობით, მან, სავარაუდოდ, 23.100 ევრო დახარჯა თავისი პარტია „ეროვნული გაერთიანებისთვის“ სარეკლამო ნივთებზე (ჩანთები, კალმები და ა.შ.), რომლებიც 2014 წელს შეიძინა პარტიის ყრილობისთვის. გარდა ამისა, პოლიტიკოსმა მოითხოვა კომპენსაცია იმ დეპუტატების მგზავრობისა და სასტუმროში ცხოვრების ხარჯების ასანაზღაურებლად, რომლებიც ევროკავშირში ფინანსური კრიზისის შესახებ კონფერენციაში მონაწილეობდნენ. თუმცა რეალურად კონფერენციაზე შიდაპარტიული არჩევნები განიხილეს.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხმების 27,84 პროცენტი მოიპოვა, ხოლო მარინ ლე პენმა — 23,15 პროცენტი.
არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში 24 აპრილსაა დანიშნული.
ყველა ახალი ამბავი
0