ქართველი სამხედროები „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობისთვის ნიდერლანდში გაემგზავრნენ

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტროს გერბი
თავდაცვის სამინისტროს გერბი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2022
გამოწერა
Invictus Games საერთაშორისო მულტიდისციპლინური შეჯიბრებებია ყოფილი და მოქმედი სამხედრო შშმ პირებისთვის.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოდან ოცკაციანი სამხედრო ჯგუფი გაემგზავრა ნიდერლანდში, სადაც 16–22 აპრილს ჩატარდება „ძლიერთა თამაშები“ (Invictus Games), ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ჰააგაში გამგზავრა ასევე თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც „ძლიერთა თამაშების“ გახსნის ცერემონიას დაესწრება და ქართველ პარასპორტსმენებს უქომაგებს.
Invictus Games – საერთაშორისო მულტიდისციპლინური შეჯიბრებებია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილი და მოქმედი სამხედრო შშმ პირებისთვის. ასპარეზობები ბრიტანეთის პრინც ჰარის ინიციატივით 2014 წლიდან იმართება.

წელს ჰააგაში 20 ქვეყნის 500 სამხედრო შეიკრიბება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიიღებს მონაწილეობას: მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და Land Rover-ის შეჯიბრება.

ქართველმა სამხედროებმა შეჯიბრებაში ოთხჯერ მიიღეს მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწიეს.
2014 წელს ლონდონში ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ შეყელაშვილმა მშვილდოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2016 წელს აშშ-ის ქალაქ ორლანდოში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (სირბილი) უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო ვერცხლის მედალი, ხოლო მჯდომარე ფრენბურთის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. 2017 და 2018 წლებში, შესაბამისად, კანადასა და ავსტრალიაში მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა ოქროს მედლები მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0