მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„მცდარი ინფორმაცია“: გერმანია არ აპირებს უარი უთხრას ინდოეთს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2022
გამოწერა
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. გერმანია არ აპირებს უარი უთხრას ინდოეთს G7-ის სამიტში მონაწილეობაზე, რომელიც ივნისში ბავარიაში გაიმართება, იტყობინება ინდური გაზეთი The Economic Times გერმანიის მთავრობაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
მანამდე Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ოფიციალური პირები ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის G7-ის სამიტზე მიწვევაზე მსჯელობენ, რომელიც სამიტზე, შესაძლოა, არ დაასწრონ იმის გამო, რომ ინდოეთმა არ დაგმო რუსული „სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში და არ შეუერთდა ანტირუსულ სანქციებს.
ნარენდრა მოდი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
მსოფლიო დღეს
სანქციებთან მიერთებაზე უარის გამო: ინდოეთის პრემიერი შესაძლოა G7-ის სამიტზე არ მიიწვიონ
The Economic Times-ის წყარომ გავრცელებულ ინფორმაციას „მცდარი და აბსოლუტურად არაკორექტული“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთი არ არის G7-ის წევრი, მაგრამ ხშირად მონაწილეობს ორგანიზაციის სამიტებში.
მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრამანიამ ჯაიშანკარმა განაცხადა, ქვეყანა განაგრძობს რუსული ნავთობის შესყიდვას ენერგეტიკული უსაფრთხოების მიზნით. ამასთან ერთად Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის უდიდესმა ნავთობკომპანიამ უარი თქვა რუსული ნავთობის შესყიდვაზე.
ყველა ახალი ამბავი
0