მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„მე და პუტინი სულელები არ ვართ“: ლუკაშენკომ ერთიან სახელმწიფოზე კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Alexey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
გამოწერა
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ბელარუსი და რუსეთი შექმნიან ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთობას, დარწმუნებულია ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.
ამის შესახებ მან ვლადივოსტოკში პრიმორსკის მხარის გუბერნატორ ოლეგ კოჟემიაკოსთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, მას „ჰქონდა პატივი, სწვეოდა „საერთო სამშობლოს“ კიდეებს.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ: ბრესტიდან ვლადივოსტოკამდე. ეს არის ჩვენი საერთო სამშობლო, რომელზეც დღეს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობს და აჩვენებს ამ ერთიანობის აგების შესაძლებლობებს“, — ხაზგასმით აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა.
ლუკაშენკოს თქმით, შიში იმის შესახებ, რომ ბელარუსი რუსეთის შემადგენლობაში შედის, უსაფუძვლოა.

„მე ვამბობ: მე და პუტინი არც ისე სულელები ვართ, რომ ძველი მეთოდებით ვიმოქმედოთ. ჩვენ ავაშენებთ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისეთ ერთობას, რომ ჩვენგან ისწავლიან. ისწავლიან, როგორ უნდა დაიძლიოს სანქციები და ასე შემდეგ“, — დარწმუნებულია პრეზიდენტი.

ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტები — ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი 12 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს ამურის ოლქში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“. მასმედიის ინფორმაციით, მათ ერთიანი თავდაცვის სივრცის შექმნაზე იმსჯელეს და ერთიანი ელექტროენერგიის ბაზრის პროექტი შეათანხმეს.
ყველა ახალი ამბავი
0