სამუშაო ვიზიტით რუსეთში: ლუკაშენკო შორეულ აღმოსავლეთში ჩაფრინდა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახური.

„ბლაგოვეშჩენსკის აეროპორტში ბელარუსის ბორტი ნომერი ერთი დაეშვა. ტრაპთან სახელმწიფოს მეთაურს დახვდნენ ამურის რეგიონისა და ბლაგოვეშჩენსკის ხელმძღვანელობა, ასევე ბელარუსის დელეგაციის წევრები, რომლებიც იქ წინა დღით ჩავიდნენ", — ნათქვამია შეტყობინებაში.

როგორც მანამდე იტყობინებოდა ბელარუსის პრეზიდენტის პრეს-სამსახური, ვიზიტის ფარგლებში ლუკაშენკო მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ორი ქვეყნის ლიდერები ამურის რეგიონში მდებარე ვოსტოჩნის კოსმოდრომს ეწვევიან, რომლის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ბელორუსი სპეციალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას. სახელმწიფოს მეთაურები გაეცნობიან გამშვები კომპლექსის მშენებლობის პროცესს, გაესაუბრებიან კოსმონავტებს და კოსმოდრომის თანამშრომლებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, კოსმოდრომზე პრეზიდენტები პირისპირ ფორმატში განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების აქტუალურ საკითხებს, ერთობლივ ზომებს კოლექტიური დასავლეთის სანქციების ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, 13 აპრილს ლუკაშენკო ვლადივოსტოკში პრიმორსკის ოლქის გუბერნატორ ოლეგ კოჟემიაკოს შეხვდება. მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება ბელარუსის თანამშრომლობა რუსეთის ამ რეგიონთან. დელეგაციები განიხილავენ არსებული პროექტების განხორციელებას და თანამშრომლობის ახალ სფეროებს, კერძოდ, ყურადღებას გაამახვილებენ ფართო სპექტრით ვაჭრობაზე და ბელარუსის ბაზარზე თევზის პროდუქტების მიწოდებაზე.
დაგეგმილია, რომ ლუკაშენკო ასევე ეწვევა კუნძულ რუსკის, სადაც პრიმორსკის ტერიტორიაზე რამდენიმე ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული პროექტის განხორციელებას გაეცნობა.
ყველა ახალი ამბავი
0