საქართველოში ბიზნესმენებს საქონლის ექსპორტში დაეხმარებიან

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2022
გამოწერა
პროგრამის ფარგლებში დახმარების კომპონენტებია: ბრენდირება, სერტიფიკატის ან ლიცენციის მიღება, დახმარება საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში.
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ხუთშაბათს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების განაცხადების მიღება დაიწყო, რომლებსაც მონაწილეობა სურთ ექსპორტის სტიმულირების პროგრამაში.
პროგრამა იმ კომპანიების ტექნიკურ მხარდაჭერას გულისხმობს, რომლებსაც საერთაშორისო ბაზარზე სურთ გასვლა.
კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა დაეხმარება კომპანიებს ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრასა და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვაში. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს მოთხოვნადი პროდუქტების იდენტიფიცირებას და მათ გაყიდვას.
პროგრამის ფარგლებში დახმარების კომპონენტებია: ბრენდირება, სერტიფიკატის ან ლიცენციის მიღება, დახმარება საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება>>
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც უშვებენ კვების პროდუქტებს, სასმელს, ტანსაცმელს, ტყავის ნაწარმს, ფეხსაცმელს, შინაური ცხოველების საკვებს, ვეტერინარიულ პროდუქციას, ავეჯს, ძვირფასეულობასა და შესაფუთ მასალებს.
პირველ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია იმერეთის, კახეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების მოსახლეობას, მომავალში კი პროგრამა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0