გასაჩივრდება სასამართლოში: მედვედევმა ანტირუსული სანქციები ინკვიზიციას შეადარა

© photo: Sputnik / Dmitry Astakhov / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
გამოწერა
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ამჟამინდელი ანტირუსული სანქციები ძალიან ჩამოჰგავს ინკვიზიციის მეთოდებს, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა.
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა „თვითონ მოიგონეს ბრალდება, თვითონ აწამეს, თავად გამოიტანეს სასჯელი, თავად დაწვეს ერეტიკოსი“.
მედვედევს მიაჩნია, რომ არამეგობრული ქვეყნების ყველა ბრალდება აგებულია მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთი ცუდი სახელმწიფოა, და არანაირი მტკიცებულება საჭირო არ არის.
როგორც მედვედევი ამბობს, „დიდი ინკვიზიტორის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის პროცედურები“ არსებობს და რუსეთი ყველა შეზღუდვას ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოებში გაასაჩივრებს. ექს-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სასამართლო სისტემას შეუძლია „საინკვიზიციო პროცესის შეცდომის გამოსწორება, ვინაიდან დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი ხარისხი აქვს“.
ამასთან მან რუსეთის ოპონენტებს მტრები უწოდა და დაჰპირდა, რომ „სასამართლოებში უამრავ სარჩელს შეეჯახებიან“.

„აი, აქ გახდება შესაძლებელი იმის შემოწმება, თუ რას დაუჭერს მხარს დასავლური მართლმსაჯულების მანქანა: ინკვიზიტორების ქურდობას თუ მესაკუთრეების სამართლიან მოთხოვნებს. მით უმეტეს, რომ ამ პროცესებს მთელი მსოფლიო მიადევნებს თვალს“, — დაწერა მედვედევმა საკუთარ Telegram-არხზე.

ამასთან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის იურისდიქციებში შედის არა მარტო რუსული, არამედ სხვა აქტივებიც და „უკანონობით შეიძლება სხვებიც დაზარალდნენ“.
მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ ანტირუსული სანქციების შემოღება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყება გამოაცხადა „მისი დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის“ მიზნით. ახლახან ევროკავშირმა სანქციების მეხუთე პაკეტი შემოიღო, დღეს კი, 6 აპრილს, შესაძლოა, შეერთებულმა შტატებმაც გამოაცხადოს ახალი სანქციები.
ყველა ახალი ამბავი
0