გარდაიცვალა ვლადიმირ ჟირინოვსკი

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
გამოწერა
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, განაცხადა სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

„კაშკაშა, ნიჭიერი პოლიტიკოსი. ადამიანი, რომელსაც ღრმად ესმოდა როგორაა მოწყობილი სამყარო და ბევრი რამ წინასწარ განჭვრიტა. ის ყოველთვის მოვლენების ცენტრში იყო. მისი პიროვნება იმდენად მასშტაბურია, რომ ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური სისტემის განვითარების ისტორია მის გარეშე“, — დაწერა ვოლოდინმა Telegram-არხზე.

დუმის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კოლეგის ხსოვნას.
75 წლის ჟირინოვსკი 2 თებერვალს გადაიყვანეს საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით და მას შემდეგ კლინიკიდან არ გამოსულა.
ყველა ახალი ამბავი
0