„არ ენდოთ სატელეფონო ზარებს“ - საპატრიარქო მოსახლეობას თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2022
გამოწერა
არცერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისთვის, აღნიშნავენ საქართველოს საპატრიარქოში.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო მოქალაქეებს სატელეფონო თაღლითების შესახებ აფრთხილებს.
საპატრიარქო მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაიჯერონ ისეთი სატელეფონო ზარების, რომლის დროსაც გარკვეული პირები, სავარაუდოდ, სასულიერო პირების სახელით ცდილობენ სხვადასხვა ნივთების გაყიდვას.

„გახშირდა საქართველოს საპატრიარქოს სახელის უნებართვოდ გამოყენების შემთხვევები. სატელეფონო ზარის მეშვეობით მოქალაქეებს თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სთავაზობენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, მათ შორის, მოოქრულ, თვლებით მოჭედილ ბიბლიას ან ძვირადღირებულ საეკლესიო ატრიბუტიკას“, – ნათქვამია საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში.

საპატრიარქოში ვარაუდობენ, რომ მსგავსი ქმედებების მიზანი მოსახლეობის ნდობის მოპოვებაა, რათა შემდგომში თაღლითებმა სხვადასხვა ნივთის გაყიდვა მოახერხონ.
მათი ინფორმაციით, საპატრიარქოს არცერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას ან კურთხევას მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისთვის და საპატრიარქოს არც რაიმე კავშირი აქვს ასეთ პირებთან.
ყველა ახალი ამბავი
0