შუალედური არჩევნები საქართველოში: ყველა უბანი დათვლილია

© Sputnik / STRINGERკონვერტები ბიულეტენებისთვის
კონვერტები ბიულეტენებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2022
გამოწერა
საქართველოს შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 31,8% შეადგინა
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ამას ცესკოს წინასწარი შედეგები მოწმობს.
გუშინ ამომრჩევლები ირჩევდნენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატსა და ბათუმის სათათბირო ორგანოს (საკრებულოს) მაჟორიტარ დეპუტატს.
ელექტრონული კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, ბათუმის 14-ვე უბანზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში რამაზ ჯინჭარაძემ ხმების 69,013% (7.225) მოიპოვა, ხოლო მისმა ოპონენტმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“, მათე ფუტკარაძემ - 30, 987% (3.244).
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავის შუალედურ არჩევნებში 121-ვე საარჩევნო უბნის ხმათა დათვლის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი ლიდერობს.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რუსთავის მე-12 საარჩევნო ოლქში დათვლილია 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები.
ცესკოს წინასწარი მონაცემები ასეთია:
N​41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ირაკლი შატაკიშვილი – 34.333 ხმა (90,612%);
N34 – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ მამუკა ტუსკაძე – 2.634 ხმა (6,952%);
N59 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ კამალ მურადხანოვი – 923 ხმა (2,429%).
საქართველოს შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 31,8% შეადგინა.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება 139.989 ამომრჩეველს შეეძლო, ხოლო ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში - 20.635-ს.
არჩევნებს აკვირდებოდა 278 პარტიის წარმომადგენელი, 1590 დამკვირვებელი 49 ადგილობრივი და 22 დამკვირვებელი 4 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
პროცესს აშუქებდა 16 მედიასაშუალების 679 ჟურნალისტი და ოპერატორი.
ყველა ახალი ამბავი
0