საქართველოში არჩევნები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს - ცესკო

© photo: Sputnik / Stringerცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი
ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2022
გამოწერა
ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის უბნებზე პირველი ამომრჩევლების მიღება დაიწყო
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა შაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კენჭისყრა დილის 8 საათზე დაიწყო. ცესკოს წარმომადგენელმა მოუწოდა არჩევნებში მონაწილე პარტიებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებაში.
„ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე, ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. კენჭისყრა ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებებით მიმდინარეობს“, - განაცხადა იოსელიანმა და აღნიშნა, რომ ამ საარჩევნო უბნებზე პირველად ხორციელდება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაცია შესაბამისი ტექნოლოგიის გამოყენებით.
იოსელიანის თქმით, შედეგები გამოცხადდება ბათუმის საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ვინაიდან დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება.
„უნდა აღინიშნოს, რომ ხმის დათვლის პროცედურები განხორციელდება საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით, რაც ბიულეტენების ხელით დათვლას გულისხმობს“, – განაცხადა პრეს-სპიკერმა.
იოსელიანის თქმით, უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური წესები.

არჩევნები

ამომრჩევლები ირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატსა და ბათუმის სათათბირო ორგანოს (საკრებულოს) მაჟორიტარ დეპუტატს.
საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენში რუსთავსა და გარდაბანში მიმდინარე არჩევნებზე სამი კანდიდატია: მამუკა ტუსკაძე პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“, ირაკლი შატაკიშვილი მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და კამალ მურადხანოვი „საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტიიდან“.
ბათუმის საკრებულოს დეპუტატის არჩევნებზე ბიულეტენში მხოლოდ ორი კანდიდატია: ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი მათე ფუტკარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნებიდან“.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება 139.989 ამომრჩეველს შეუძლია, ხოლო ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში - 20.635-ს.
არჩევნებს აკვირდება 278 პარტიის წარმომადგენელი, 1590 დამკვირვებელი 49 ადგილობრივი და 22 დამკვირვებელი 4 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
პროცესს აშუქებს 16 მედიასაშუალების 679 ჟურნალისტი და ოპერატორი.
ყველა ახალი ამბავი
0