რუსეთში პოლიტიკოსებისადმი ნდობის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა

© photo: Sputnik / Evgany Biatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2022
გამოწერა
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა დღეს პოლიტიკოსებისადმი ნდობის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ასევე შეფასებულია სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პარტიების საქმიანობა.
გამოკითხვის თანახმად, მიმდინარე წლის 21-27 მარტის პერიოდში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოღვაწეობას დადებითად აფასებს რესპონდენტთა 79,0%; პრემიერ-მინისტრის საქმიანობას იწონებს 51,8%, ხოლო ქვეყნის მთავრობისას — 52,4%.
პირდაპირ შეკითხვაზე, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ ნდობას შეეხებოდა, რესპონდენტთა ხმები ასე გადანაწილდა:
ვლადიმირ პუტინს ენდობა გამოკითხულთა 81,0%;
პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს — 63,1% ;
ვლადიმირ ჟირინოვსკის — 41,1%;
გენადი ზიუგანოვს — 27,5%;
სერგეი მირონოვს — 27,1%;
ალექსეი ნეჩაევს — 8,4%.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, გამოკითხულთა მხარდაჭერას ყველაზე მეტად იმსახურებს სამთავრობო პარტია Единая Россия — 41,0%.
მას მოსდევს რუსეთის კომუნისტური პარტია — 11,2%, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია — 8,5%, „სამართლიანი რუსეთი — პატრიოტები — სიმართლისათვის“ — 5,8% და პარტია „ახალი ადამიანები“ — 4,6%.
ყველა ახალი ამბავი
0