მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლუკაშენკო: ლაყბობა ერთიან სახელმწიფოსა და ვალუტაზე უნდა შეწყდეს

© photo: Sputnik / Maksim Guchekალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. მინსკმა და მოსკოვმა უფრო აქტიურად უნდა შექმნან ერთობლივი საწარმოები, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
მისი თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობა თავისთავად მიიყვანს ქვეყნებს სამოკავშირეო ურთიერთობების საჭირო და აუცილებელ დონემდე.

„უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმოები. მაშინ არ იქნება ლაყბობა რაღაც ერთიან სახელმწიფოზე, ერთიან ვალუტაზე და სხვაზე. ეკონომიკა მიგვიყვანს იმ დონემდე და მიგვიყვანს იქამდე, რომელიც უნდა არსებობდეს ჩვენს სახელმწიფოებს შორის“, — განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტი მანამდეც არაერთხელ გამოვიდა რუსეთთან ერთიანი ვალუტის წინააღმდეგ. კერძოდ, მან განაცხადა, რომ „ერთიან ვალუტამდე მისვლა step-by-step არის საჭირო“.
მისი თქმით, როდესაც 1998 წელს საკავშირო სახელმწიფოს შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, მაშინ ვარაუდობდნენ, რომ „ეს ბელარუსული ან რუსული რუბლი კი არ იქნებოდა, არამედ სხვა, მესამე ვალუტა“.
მანამდე, გასული წლის 4 ნოემბერს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის სამოკავშირეო პროგრამების საინტეგრაციო დეკრეტს.
ყველა ახალი ამბავი
0