მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბელარუსიდან ბრინჯის, მაკარონისა და ფქვილის გატანა აიკრძალა

© Pixabay / congerdesignმაკარონის ნაწარმი
მაკარონის ნაწარმი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
გამოწერა
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ბელარუსის მთავრობის განკარგულებით, ქვეყნიდან ბრინჯის, ბურღულეულის, ჭვავისა და ქერის ფქვილის, მაკარონის ექსპორტი სამი თვით აიკრძალა, იუწყება რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის სამინისტრო.

„აღნიშნული ზომა შემოღებულია დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით, რათა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება შევინარჩუნოთ“, — ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ დადგენილება არ ვრცელდება იმ საქონელზე, რომლის ექსპორტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ხდება, და ასევე პროდუქციაზე, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ეგზავნება უცხოეთის სახელმწიფოებს.
გარდა ამისა, აკრძალვა არ შეეხება საერთაშორისო სატრანზიტო მიმოსვლის ფარგლებში გადაზიდულ საქონელს, რომელიც იწყება ევრაზიული კავშირის ტერიტორიაზე და მთავრდება მისი საბაჟო ტერიტორიის გარეთ.
დადგენილება ძალაში იქნება მისი ოფიციალური გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში.
ყველა ახალი ამბავი
0