მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი - ბურჯანაძე რუსეთთან ურთიერთობებზე

© photo: Sputnik / Stringerნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
გამოწერა
ნებისმიერ მოლაპარაკებაზე საჭიროა იყო პროფესიონალი და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ რუსულ მხარესთან დიალოგი აუცილებელია.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, რუსეთს მსოფლიოს ყველა ლიდერი ელაპარაკება და საქართველო ერთადერთია, რომელიც ამას არ აკეთებს.

„დღეს, მიუხედავად უკიდურესად მძიმე ვითარებისა, რუსეთს ელაპარაკებიან, და მათ შორის პრეზიდენტი ზელენსკი. მე მგონი, ეს საკითხი უნდა მოიხსნას ერთხელ და სამუდამოდ... მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებებზე საჭიროა პროფესიონალიზმი და ქვეყნის სიყვარული.
„ყოველთვის ვიყავი მომხრე იმისა, რომ ღირსეულად დავლაპარაკებოდი ყველას, ყველა ვითარებაში და არასოდეს შეშინებული და ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიციის მატარებელი არ ვყოფილვარ“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების მეშვეობით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0