ფრჩხილების ფორმა და ხასიათი: საოცრად ზუსტი ტესტი

© Unsplas/ designecologistქალის ფრჩხილები
ქალის ფრჩხილები - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
გამოწერა
გაინტერესებთ რა შეიძლება თქვას ფრჩხილების ფორმამ თქვენს ხასიათზე?
გაიარეთ ეს მარტივი ტესტი და ნახეთ – რა ნიშან-თვისებები შეიძლება ახასიათებდეს ამა თუ იმ ფორმის ფრჩხილების მქონე ადამიანს. ხომ შეიძლება, ეს ისეთი თვისებებიც კი იყოს, რომელზე წარმოდგენაც არ გაქვთ.
დააკვირდით ნახატს და აირჩიეთ, როგორი ფორმის ფჩხილები გაქვთ. შემდეგ კი დახასიათებაც ნახეთ.

სხვადასხვა ფორმის ფრჩხილები
სხვადასხვა ფორმის ფრჩხილები  - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
სხვადასხვა ფორმის ფრჩხილები
Уход за ногтями рук - Sputnik საქართველო
1. ფართო ფრჩხილები

ამ ფორმის ფრჩხილების მფლობელები კარიერისტები და ლიდერები არიან. ისინი მყარად დგანან ფეხზე, თუმცა ფეთქებადები არიან და ერთი უკიდურესობიდან მეორეში ჩავარდნა სჩვევიათ.

თუ ასეთი ფორმის ფრჩხილები გაქვთ, შეეცადეთ თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს. ნუ დაიგროვებთ პრობლემებს შიგნით — ადრე თუ გვიან ნეგატივი ემოციურ აფეთქებას გამოიწვევს.

ხელების მოვლა - Sputnik საქართველო
2. კვადრატული ფრჩხილები

კვადრატული ფორმის ფრჩხილების მფლობელები ხშირად სტაბილური, გაწონასწორებული და სულით ძლიერი ადამიანები არიან. მათ აქვთ საკუთარი აზრი, მტკიცედ იცავენ საკუთარ რწმენასა და იდეებს.

თუმცა ზოგჯერ ეს ზოგადად კარგი თვისებები სიჯიუტეში გადასდით.

გოგონა თოვლში - Sputnik საქართველო
3. სწორკუთხა ფრჩხილები

ასეთი ფრჩხილების მქონეები პერფექციონისტები არიან, რომლებიც ყველაფერს იდეალამდე ამაღლებენ და სხვებისგანაც იგივეს ითხოვენ. მათ სამუშაოში თავით ფეხამდე ჩაძირვა სჩვევიათ. თუმცა არა მარტო სამუშაოში, არამედ ურთიერთობებშიც, ოჯახშიც, მეგობრობაშიც. ამასთან ყოველთვის ცდილობენ, რომ ნებისმიერი საქმე ბოლომდე მიიყვანონ.

გვირილა ქალის ხელში - Sputnik საქართველო
4. მრგვალი ფრჩხილები

ესენი კაშკაშა, კრეატიული, პოზიტიური და ენერგიული ადამიანები არიან. ხშირად ემოციებით ცხოვრობენ და ამის გამო შეიძლება არასტაბილურად მოგეჩვენოთ. ამავდროულად კი მრგვალ ფრჩხილებიანები ყოველთვის საკუთარ გზას ირჩევენ ცხოვრებაში და ბრბოს ყურადღებას არ აქცევენ.

მშობლებისა და შვილების ხელები - Sputnik საქართველო
5. ოვალური ან სამკუთხა ფრჩხილები

ასეთი ფრჩხილების მფლობელები საქმიანი ადამიანები არიან. მათ იციან, როგორ უნდა კონცენტრირდნენ მთავარზე, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის ამჩნევენ დეტალებს.

ამასთან ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან სხვათა მოსაზრებების მიმართ და, სამწუხაროდ, ეს თვისება შეიძლება არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა სათავისოდ გამოიყენონ. ამიტომ ასეთი ფორმის ფრჩხილების მფლობელები ფხიზლად უნდა იყვნენ და თავის დაცვა უნდა შეეძლოთ.

ხელები ცხაურზე  - Sputnik საქართველო
6. მარაოსებრი ფორმა

ასეთი ფორმის ფრჩხილების მქონეები დაუცველი და კეთილი ადამიანები არიან. მათგან შესანიშნავი მეოჯახეები და მშობლები გამოდიან. ასეთი ხასიათი ეხმარება მათ, შენიშნონ ადამიანები, რომლებსაც ზრუნვა და დახმარება სჭირდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0