პრემიერი: ილია მეორის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მოიპოვა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ჩვენი ბრძენი პატრიარქის ილია მეორის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მოიპოვა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვა დღეს ყველა ტაძარში აღევლინა.

„დაე, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გაერთიანების სიმბოლო. ერსა და ბერს მოკრძალებით გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ წირვა-ლოცვას ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისგან 457 წელს მიიღო, რუსეთის საიმპერატორო კარმა კი 1811 წელს უკანონოდ გააუქმა, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
სიონის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 106-წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქად 1917 წლის 1 ოქტომბერს კირიონ II აირჩიეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო. 1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა.
ყველა ახალი ამბავი
0