კონაშენკოვი: რუსეთს კიევის საიდუმლო დოკუმენტები ჩაუვარდა ხელში

© photo: Sputnik / Alexandr Vilf / გადასვლა მედიაბანკშიიგორ კონაშენკოვი
იგორ კონაშენკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. რუს სამხედროებს ხელში ჩაუვარდათ უკრაინის ეროვნული გვარდიის დოკუმენტები, რომელთა თანახმად, კიევი დონბასზე შეტევას მარტისთვის გეგმავდა, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით.

„სამხედრო სპეცოპერაციის დროს რუსი სამხედროების განკარგულებაში აღმოჩნდა უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდლობის საიდუმლო დოკუმენტები. ეს დოკუმენტები ადასტურებს კიევის რეჟიმის ფარულ სამზადისს 2022 წლის მარტში დონბასზე შეტევითი ოპერაციისთვის“, — უთხრა მან ჟურნალისტებს.

კონაშენკოვის თქმით, თავდაცვის სამინისტროში კარგად ახსოვთ, როგორ ავრცელებდა თებერვალში დასავლური მედია კიევის რეჟიმის განცხადებებს, რომ ლუგანსკსა და დონეცკზე შეიარღებულ თავდასხმას არ გეგმავდნენ, და რომ საკითხის „პოლიტიკურ-დიპლომატიური გადაჭრისთვის“ იყვნენ მზად.
„თუმცა უკრაინის ეროვნული გვარდიის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების ორიგინალები ნათლად ადასტურებს ამ განცხადებების სიცრუეს“, – განაცხადა გენერალმა.
კონაშენკოვის განმარტებით, რუსეთს ხელთ აქვს უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანის 2022 წლის 22 იანვრის ბრძანება. მასში დეტალურად არის აღწერილი დონბასში „გაერთიანებული ძალების ოპერაციის“ ზონაში შეტევითი ოპერაციებისთვის ერთ-ერთი დამრტყმელი ჯგუფის მომზადების გეგმა. დოკუმენტში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა „პერსონალის შერჩევის, ფსიქოლოგების მიერ ყველა მათგანის გამოკვლევისა და მათი მაღალი მოტივაციის უზრუნველყოფის საკითხებს“.
რამდენადაა ჩართული აშშ და ნატო დონბასზე შტურმის ოპერაციის გეგმებში, კონაშენკოვის თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა ცნობილია, რომ ამერიკელმა და ბრიტანელმა ინსტრუქტორებმა რამდენიმე უკრაინული შენაერთი მოამზადეს „ნატოს სტანდარტის“ სასწავლო პროგრამებით. კერძოდ, საუბარია უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-4 ოპერატიული ბრიგადის საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფის წვრთნაზე.
მოსკოვის ინფორმაციით, უკრაინელები დონბასზე შეტევის სამზადისის დასრულებას 28 თებერვალს აპირებდნენ, მაგრამ რუსეთის სპეცოპერაციამ ეს გეგმები ჩაშალა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.
ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.
ყველა ახალი ამბავი
0