„აწარმოე უკრაინისთვის“ – ქართულმა კომპანიებმა პროდუქციის მიწოდება უკვე დაიწყეს

© press-service of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaვიტამინებისა და საკვები დანამატების საწარმო თბილისში
ვიტამინებისა და საკვები დანამატების საწარმო თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2022
გამოწერა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფართომასშტაბიანი კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით 28 თებერვალს დაიწყო.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გამოცხადებულ კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის“ რამდენიმე ქართული კომპანია უკვე შეუერთდა, განაცხადა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფართომასშტაბიანი კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით 28 თებერვალს დაიწყო. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქციის გაგზავნა, ასევე საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის გადაცემა.

„კამპანიაში უკვე ჩაერთვნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა „ჯიპიარი“, „კლინტექი,“ „კულა“, „კამპა", „ბერტა“, „ზედაზენი“, „ინვეტი“, „გეფერინი“, რომელთა მიერ მოწოდებული პროდუქცია გადაეცემა საქართველოში დარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს, ნაწილი კი გაიგზავნება უკრაინაში“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

მიხეილ ხიდურელის თქმით, ზოგიერთი კომპანია უკრაინელებს საკუთარი წარმოების პროდუქციით ეხმარება, ზოგიერთი კი საკუთარი სახსრებით შეძენილი პროდუქციით.
„კამპანიაში „აწარმოე უკრაინისთვის“ ჩართული კომპანიების რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება და მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისა და ქველმოქმედებისთვის. ვაგრძელებთ უკრაინისთვის!“ – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
სააგენტოს ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ კამპანია მალე მოიცავს მთელ კერძო სექტორს და მაქსიმალურად დაეხმარებიან უკრაინელ ხალხს.
პატრიარქის კურთხევით უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო>>
კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ყველა ქართულ კომპანიას, რომელიც შეძლებს ბმულში ჩამოთვლილი პროდუქციის მოწოდებას: https://bit.ly/3HGv3tL
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტების ცხოვრების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს>>
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 თებერვალს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც საქართველო სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებულ უკრაინის მოსახლეობას 1 მილიონი ლარით დაეხმარება.
საქართველოს მთავრობამ უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაგზავნა, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.
საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები „თიბისისგან“ ჯანმრთელობის უფასო დაზღვევას მიიღებენ>>
ამ დახმარების ფარგლებში ხორციელდება უკრაინის მოქალაქეების სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსებაც, „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით ამანათების უსასყიდლოდ გაგზავნა და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0