ქართველი მხატვრის „იდუმალი“ ნახატები მადრიდში გამოფენაზეა წარმოდგენილი

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშიმადრიდი
მადრიდი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
Drawing Room-ში გამოფენაში თევზაძესთან ერთად კიდევ ოთხი ქართველი მხატვარი მონაწილეობს.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ქართველი მხატვრის მარიამ თევზაძის ნამუშევრები მადრიდის ბაზრობა Drawing Room-ზეა წარმოდგენილი, რომელიც 27 თებერვლამდე გაგრძელდება.
Drawing Room Madrid – სამხატვრო ბაზრობაა მადრიდში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მხატვრებს აერთიანებს და გამოფენა–გაყიდვებს უწევს ორგანიზებას. ბაზრობაზე ქართველი მხატვრის ხუთი ნამუშევარია წარმოდგენილი.
როგორც თავად მხატვარი აღნიშნავს, ბაზრობაზე ის ქართული გალერეა The Why Not Gallery-ს მეშვეობით მოხვდა. გალერეამ მას ამ ღონისძიებაში სხვა ქართველ მხატვრებთან ერთად მონაწილეობა შესთავაზა.
„მარიამ თევზაძე ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომლის შემოქმედებაშიც გრაფიკული ნამუშევრები ჭარბობს. სუფთა, დახვეწილი შესრულების მანერა და ფერთა სიმწირე მარიამის ნახატებს ამოუხსნელ იდუმალებას მატებს“, – ნათქვამია The Why Not Gallery-ს განცხადებაში.
მარიამ თევზაძე ბავშვობიდან ხატავს. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით გრაფიკული დიზაინერია, ფერწერას არა პროფესიად, არამედ თავისი პიროვნების ნაწილად მიიჩნევს.
Drawing Room-ში თევზაძესთან ერთად მონაწილეობენ გვანცა ჯიშკარიანი, თამარ ბოჭორიშვილი, ლოლა და შალვა ნიყვაშვილები.
ყველა ახალი ამბავი
0