კახა კალაძე: ბარათაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
გამოწერა
უკანონო მშენებლობები და მასთან ბრძოლა დედაქალაქის მერიის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ბარათაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია, თუმცა ოპოზიციის ნაწილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძემ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ძველ თბილისში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა, თუმცა ჩვენ ამაზე თანხმობა არ მივეცით და დავიწყეთ მეპატრონეებთან კომუნიკაცია. მივიღეთ შესაბამისი პროექტი, რომელიც აბსოლუტურად ჯდებოდა არსებულ ურბანულ განვითარებაში. მაგრამ მშენებლობის დროს აღმოჩნდა, რომ ისინი ფაქტობრივად იგივე პროექტს ახორციელებდნენ“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მერიამ სწორედ ამის მერე შეაჩერა მშენებლობა.
„რეაგირება მაშინვე მოვახდინეთ. უკანონობას ყოველთვის მოჰყვება კანონიერი რეაგირება... ამ დროისათვის მშენებლობა შეჩერებულია, თუმცა ოპოზიციის ნაწილი საზოგადოებას საწინააღმდეგოში არწმუნებს და ცდილობს ხალხი შეცდომაში შეიყვანოს“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისში უკანონო მშენებლობის ფაქტები გამოავლინა
მისი თქმით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ობიექტის მესაკუთრესთან კიდევ ერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია და არქიტექტურის სამსახურში უკვე ახალი პროექტი შევიდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „გადაწყვეტილება ქალაქისთვის ზიანის მომტანი არ იქნება“.
მან სხდომაზე სასტუმროს ახალი პროექტის ფოტოები წარმოადგინა. კალაძის თქმით, „ზედმეტი“ სართულის დემონტაჟი განხორციელდება.
უკანონო მშენებლობები და მასთან ბრძოლა დედაქალაქის მერიის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0