სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე თბილისში რვა ადამიანი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდაჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდაჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
გამოწერა
აქციის მონაწილეები ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. პოლიციელებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რვა აქტივისტი დააკავეს, აცნობეს Sputnik–საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურში.
აქციის მონაწილეები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ და ამასთან დაკავშირებით პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა სურდათ. აქტივისტებმა მოამზადეს პლაკატები, მაგრამ პოლიციამ მათ გზის გადაკეტვისა და პრემიერთან შეხვედრის უფლება არ მისცა.
როგორც შსს-ში აღნიშნეს, რვა ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ ბრალად ედებათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.
სააკაშვილის მომხრეების თქმით, აქტივისტები არაარსებითი მოტივებით დააკავეს.
ამჟამად აქციაზე ვითარება მშვიდია, თუმცა ადგილზე რჩებიან პოლიციელები და აქციის რამდენიმე მონაწილე.
სააკაშვილი გასული წლის 1 ოქტომბერს დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის საფუველზე დააკავეს. მას ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
სააკაშვილი „ტილიან თანამდებობებზე" და ნევროლოგიურ პრობლემებზე>>
2018 წლის იანვარში სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე (2006 წელს), ხოლო 2018 წლის ნოემბერში – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ორგანიზებაში – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე (2005 წელს).
ამჟამად სასამართლო განიხილავს კიდევ სამ საქმეს: საზღვრის უკანონო კვეთა, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დარბევა.
ყველა ახალი ამბავი
0