რომელი სუნი უღვიძებს სურვილს ქალს და რომელი – მამაკაცს? დადგენილია კვლევებით

© Pixabay / Comfreakქალი და მამაკაცი
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. სამეცნიერო კვლევებმა გამოავლინა, როგორი სუნი აქვთ ქალებს, რომლებიც მამაკაცების ყურადღებას იქცევენ, და როგორ სუნი აქვთ მამაკაცებს, რომლებიც ქალების სიმპათიას იმსახურებენ, აცხადებს კარდიოლოგი გერმან ჰანდელმანი.
მისი თქმით, მამაკაცებს ძალიან იზიდავს ტკბილი სუნები — ისეთები, რომლებიც მყუდრო სახლის ასოციაციას იწვევს. მაგალითად:
შროშანისა,
ვარდისა,
ლავანდისა,
ციტრუსებისა,
ვანილისა.
გარდა ამისა, მამაკაცებზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი არომატი ყოფილა გოგრის ღვეზელის სუნი — რაც ძალიან ბევრმა არ იცის.

„ამ უკანასკნელს მთელი სამეცნიერო კვლევები ეძღვნება. მიიჩნევა, რომ ის სისხლნაკადს აუმჯობესებს. როგორ გგონიათ, სად? დიახ, მამაკაცის სასქესო ორგანოში. სისხლნაკადი — ეს ერექციაა. ამიტომ მოუმზადეთ თქვენს მამაკაცს გოგრის ღვეზელი და დაუვიწყარი ღამე გარანტირებული გაქვთ“, — აღნიშნა კარდიოლოგმა.

რაც შეეხება ქალებს, ირკვევა, რომ მათ კატეგორიულად არ მოსწონთ ოფლის სუნი, ხოლო გიჟდებიან ისეთ არომატებზე, რომლებიც ასოცირდება მოგზაურობასთან, თავისუფლებასთან, მამაკაცის შინაგან არსთან.
„ხის ვარჯის მძლავრი სუნები, თამბაქოს და ტყავის, ასევე ზღვის, მარილისა და სანელებლების არომატები — აი, რა იზიდავს ქალებს“, — აცხადებენ სპეციალისტები.
მანამდე ავსტრალიელმა სწავლულებმა დაადგინეს, რომ უამრავ სასიამოვნო არომატს შორის არსებობს ერთი, რომელიც პრაქტიკულად ყველა ადამიანს მოსწონს — ეს ნედლი მიწის სუნია.
ყველა ახალი ამბავი
0