მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უზბეკეთი გულნარა ქარიმოვას 131 მლნ დოლარს იბრუნებს

© photo: Sputnik / Valeriy Levitin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. უზბეკეთის ექს-პრეზიდეტის ქალიშვილის გულნარა ქარიმოვას კუთვნილი 131 მლნ დოლარი მზადაა შვეიცარიიდან სამშობლოში დასაბრუნებლად — გაეროს მრავალმხრივი სატრასტო ფონდის გავლით, იუწყება უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახური.

„2022 წლის 11 თებერვალს შვეიცარიამ და უზბეკეთმა მოლაპარაკებათა რაუნდი გამართეს, რომლის დროსაც ორივე დელეგაცია პრინციპში შეთანხმდა გაეროს ახალი მრავალმხრივი სატრასტო ფონდის შექმნაზე. ფონდი გამოყენებული იქნება იმ აქტივების უკან დასაბრუნებლად, რომელთა კონფისკაციაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში მოხდა. ამ დროისათვის დაახლოებით 131 მლნ დოლარი დასაბრუნებლად მზადაა“, — ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, ფონდი საქმიანობას მას შემდეგ შეუდგება, რაც შვეიცარიასა და უზბეკეთს შორის რესტიტუციის შესახებ შეთანხმებას მოეწერება ხელი.
გულნარა ქარიმოვა 2015 წლის აგვისტოში გაასამართლეს გამოძალვისა და გადასახადებისთვის თავის არიდების მუხლებით. 2017 წლის 18 დეკემბერს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეზე მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2020 წლის 18 მარტს კი სასამართლომ პატიმრობის ვადა 13 წლამდე და ოთხ თვემდე გაუზარდა ახალი საქმის ფარგლებში.
მანამდე უზბეკეთის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს უცხოეთის ქვეყნებთან, კერძოდ, აშშ-თან, შვეიცარიასთან, საფრანგეთთან, რუსეთთან და ლატვიასთან – ქარიმოვას შემოსავლების უკან დასაბრუნებლად. საუბარია 1,3 მლრდ აშშ დოლარზე მეტ თანხაზე.
გარდა ამისა, 2020 წელს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გულნარა ქარიმოვას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში შვეიცარიიდან ხელოვნების 70 ნიმუშის დაბრუნებასაც გეგმავს. განცხადებიდან ხუთი თვის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საფრანგეთიდან ქარიმოვას კუთვნილი 10 მლნ დოლარის აქტივები დაიბრუნა.
ყველა ახალი ამბავი
0