Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სულ თან დამყვება...“ – მალხაზ ქვრივიშვილი ცოლზე – ვიდეო

© Facebook / Maxo Kvrivishviliხათუნა ფეიქრიშვილი და მალხაზ ქვრივიშვილი
ხათუნა ფეიქრიშვილი და მალხაზ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილის პირადი ცხოვრება ყოველთვის იწვევს საზოგადოების ინტერესს, რადგან მისი სასიყვარულო ურთიერთობები და ოჯახები ხშირად იცვლიდა ფორმას.
მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში დროის უმეტეს ნაწილს მეუღლესთან ხათუნა ფეიქრიშვილთან ერთად ატარებდა.
როგორც მსახიობმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ აღნიშნა, სიყვარული რომ არა, ამ ორ წელიწადს მისი ფსიქიკა ვერ გაუძლებდა.

„სიყვარულმა გადაგვატანინა ეს პანდემია. პანდემიის დროს ერთმანეთზე ვზრუნავდით, სითბოს და სიყვარულს ნამდვილად არ ვაკლებდით ერთმანეთს და კონფლიქტი არც გვქონია. სულ ერთად ვართ გარდა სამსახურისა. რეპეტიციებზე სულ დამყვებოდა, არცერთი სპექტაკლი არ გამოუტოვებია. ჩემს თანამშრომლებთან ერთხელ ვთქვი, ხათუნა სპექტაკლზე ვერ მოდის–მეთქი და ეგ არ უნდა გეთქვაო. თილისმას ეძახიან, რადგან სულ თან დამყვება“, – ამბობს მალხაზ ქვრივიშვილი.

ხათუნა ფეიქრიშვილი საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეა. ერთხელ შემთხვევით მოხვდა სერიალში „ელიტარული დახმარება“, სადაც პრემიერ-მინისტრის როლი განასახიერა და სწორედ იქ შეხვდა მალხაზ ქვრივიშვილს. მათი ოჯახი 10 წელზე მეტს ითვლის.
ყველა ახალი ამბავი
0