აქცია ფოთში: ევაკუატორების მძღოლებს სხვისი ავტომობილების განბაჟებას ავალებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილის გადაყვანა ევაკუატორით
ავტომობილის გადაყვანა ევაკუატორით - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2022
გამოწერა
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია და საქმიანობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ფოთის ტერმინალში ევაკუატორების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, ახალი რეგულაციის თანახმად, მათ შემოსავლების სამსახური იმ ავტომობილების განბაჟებას ავალდებულებს, რომლის გადაზიდვასაც ისინი პორტებიდან სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ახორციელებენ.
შეკრებილები დახმარებას და პასუხისმგებელი უწყების მხრიდან განმარტებას ითხოვენ.
„ჩვენ ვეწევით შიდა გადაზიდვებს, საქართველოს მასშტაბით პორტებიდან გაგვყავს ავტომობილები და მიგვყავს თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. კლიენტი გვიგზავნის მინდობილობას, რის საფუძველზეც გამოგვყავს ავტომობილები“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მათი განმარტებით, მინდობილობით მათ მხოლოდ ტერმინალიდან მანქანის გამოყვანისა და ტრანსპორტირების უფლება ეძლეოდათ, ახლა კი მანქანების განბაჟებაც მოეთხოვებათ.
„მაგრამ ეს ჩვენს ვალდებულებაში არ შედის, რადგან ჩვენ მინდობილობით ამ მანქანების არც განკარგვის, არც გაყიდვის უფლება არ გვეძლევა. გვინდა, რომ მინდობილობის ტექსტი ჩაასწორონ. ჩვენი საქმიანობის უფლება არ გვეძლევა", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, განბაჟებაზე მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია.
ყველა ახალი ამბავი
0