გარდაიცვალა მსახიობი ზინაიდა კირიენკო - „წყნარი დონის" ვარსკვლავი

© photo: Sputnik / Georgi Ter-Ovanesovზინაიდა კირიენკო
ზინაიდა კირიენკო - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2022
გამოწერა
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ჰოსპიტალიზებულია კორონავირუსით
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. ცნობილი რუსი მსახიობი ზინაიდა კირიენკო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე კლიმ ლავრენტიევზე დაყრდნობით.
„დიახ, ის ამ ღამეს გარდაიცვალა”, - დაადასტურა ლავრენტიევმა.
მანამდე მსახიობის ვაჟმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის კოროვირუსით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზინაიდა კირიენკო დაიბადა 1933 წლის 9 ივლისს მახაჩკალაში. 1958 წელს დაამთავრა „ვგიკი“. 1959 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვის დრამატულ თეატრში მალაია ბრონნაიაზე, ხოლო 1961 წლიდან -კინომსახიობის თეატრ-სტუდიაში. ცნობილია თავისი როლებით ფილმებში „პოემა ზღვაზე" (1958), „ბედი კაცისა" (1959), „გაიცანით, ბალუევი!" (1963) და მრავალი სხვა. მსახიობს უდიდესი პოპულარობა ხვდა წილად ნატალიას როლის შესრულებისთვის ფილმში „წყნარი დონი" (1957).
წყარო - РИА Новости
ყველა ახალი ამბავი
0